რა მიზნით შემოიტანეს საქართველოში ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღმოაჩინა. სუს-ის ინფორმაციით, მათი ტრანსპორტირება უკრაინიდან მოხდა და ორგანიზებას უკრაინის მოქალაქე, პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი ანდრეი შარაშიძე უწევდა, რომელიც წარმოშობით ბათუმიდან არის.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სამი ასაფეთქებლის გატანა ჩვენი ქვეყნიდან რუსეთში უნდა მომხდარიყო, სამი კი თბილისში განათავსეს. აღნიშნულ საქმეში ჩართული იყო საქართველოს შვიდი, უკრაინის სამი და სომხეთის ორი მოქალაქე.
თეონა ხუბულავა დეტალებით.