სუს-ის ახალი ხელმძღვანელის არჩევა

12:06, 28.04.2026

საქართველოს პარლამენტი დღეიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის არჩევის პროცესს იწყებს. თავდაპირველად, გეკა გელაძის კანდიდატურა ოფიციალურად ბიუროს წარედგინება, რის შემდეგაც, დღესვე, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ. ამის შემდგომ პროცესი სესიაზე გადაინაცვლებს, სადაც პროცედურის მიხედვით, დეპუტატები ჯერ მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყრიან კენჭს, შემდეგ კი – სუს-ის ახალ ხელმძღვანელს პლენარულ სხდომაზე ექვსი წლის ვადით აირჩევენ.

მსგავსი