სუს-ის აკადემიის სამაგისტრო პროგრამა

12:20, 13.10.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიამ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო. სასწავლო პროცესის დაწყების პირველ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორმა და სახელმწიფო უსაფრთხოების ფაკულტეტის დეკანმა სტუდენტებს სიტყვით მიმართეს. 2026 წელს პირველად ამოქმედებულ სამაგისტრო პროგრამაზე 20 კანდიდატი ისწავლის. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია უზრუნველყოფს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსებასაც. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს სახელმწიფო უსაფრთხოების მაგისტრის ხარისხი მიენიჭებათ.

მსგავსი