სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კრწანისის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავა

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ის  კრწანისის რაიონის გამგეობის თანამშრომელია. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 25 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა.

2017 წლის 8 დეკემბერს დაკავებულმა, აღნიშნულ მოქალაქეს, მის მიერ მოთხოვნილი  თანხის ნაწილი 650 ლარი გამოართვა და განუმარტა, რომ ის  სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლებული იყო.

2017 წლის 11 დეკემბერს, აღნიშნულმა პირმა მოქალაქეს ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის დარჩენილი ნაწილი- 350 ლარი გამოართვა, რა დროსაც იგი  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

სასჯელი ითვალისწინებს 6-დან  9  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

აღნიშნულთან დააკავშირებთ, განცხადება გააკეთა თბილისის ვიცე მერმა.