სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე 

„სურსათის უვნებლობა ყველას გვეხება“, – ამ სლოგანით დღეს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე აღინიშნება.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ეს დღე 2019 წელს დაწესდა. მისი მიზანი სურსათის უვნებლობის რისკების პრევენცია და მართვაა. ამ დღის აღსანიშნად საქართველოს სურსათის სააგენტომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მიმდინარე წლის ანგარიში წარუდგინა.

დატოვე კომენტარი