სურსათის უვნებლობის ექსპერტის რეკომენდაციები

ეკო-ტოქსიკოლოგების ნაწილი იმ პროდუქტებს ასახელებს, სადაც ტოქსიკური ნივთიერების აფლატოქსინის მოხვედრის რისკი მაღალია. მათი თქმით ესენია ხორბალი, ჩირები, თხილეული, რძე.  სპეციალისტების ინფორმაციით, აფლატოქსინი პროდუქტში არასწორი შენახვის შედეგად ჩნდება. რეკომენდაციაა მოსახლეობამ პროდუქტის შეძენისას ეტიკეტირებას მიაქციოს ყურადღება და მოითხოვოს პროდუქტის ლაბორატორიული კვლევის ნიმუშები.