ობიექტები, სადაც ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოჩნდა

ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოაჩინა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. ნიმუშები აღებულია ნახევარფაბრიკატების საწარმოებიდან, ხორცპროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებიდან და აგრარული ბაზრებიდან, ხორცისა და ხორცპროდუქტების 20 ნიმუშიდან. სააგენტოს ინფორმაციით, სახეობრივი კვლევის  პროგრამის ფარგლებში, პროდუქტები ლაბორატორიულად მსხვილფეხა პირუტყვის ხორცზე შემოწმდა და დარღვევებიც გამოვლინდა. რა სახის პროდუქტებში იქნა აღმოჩენილი ვირისა და ცხენის ხორცი? – მარიამ სეთურიძის რეპორტაჟი.