სურსათის შეფუთვის ახალი რეგულაციები

პირველი მარტიდან საქართველოში სურსათის შეფუთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სიახლე მწარმოებლებს გააცნეს.

ევროდირექტივების საფუძველზე შექმნილი რეგულაციების მიხედვით ეტიკეტის შრიფტი და ზომა იზრდება.

მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებული იქნებიან პროდუქტის შესახებ მომხმარებელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ.