სურსათის სააგენტოს მონიტორინგი

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებში შესაწვავად გამოყენებული ცხიმის ხარისხს ამოწმებს. ამ დრომდე შემოწმებულ ობიექტებში დარღვევები არ გამოვლინდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწმდება მსხვილი და მცირე ობიექტები. მაღალი ტემპერატურის შედეგად, დროთა განმავლობაში ზეთში გროვდება ისეთი ნაერთები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. რეკომენდაციაა ხშირი ცვლა. სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე – 15-01.