სურსათის სააგენტოს განცხადება 

15:08, 01.04.2026

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობის ნაწილს, თავი შეიკავონ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან. დამატებითი განმარტება სოციალურ ქსელებში გავრცელებული მასალების შემდეგ გავრცელდა. განცხადების მიხედვით, სიცრუეა, თითქოს მიუსაფარ ძაღლებს ქუჩებში იჭერენ და შემდეგ კლავენ.

სააგენტოს განმარტებით, ძაღლების გადაყვანა ხდება მხოლოდ ვეტერინარული ღონისძიებების ჩატარების მიზნით და ითვალისწინებს მიუსაფარი ან მიკედლებული ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციასა და კასტრაცია-სტერილიზაციას. მიუსაფარი ცხოველები, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად უბრუნდებიან უსაფრთხო გარემოს, გარდა იმ ადგილებისა, რომლებიც საზოგადოების ყველა ნაწილის ინტერესებისა და უსაფრთხოების რისკების მოიცავს, მაგალითად, როგორიცაა საბავშვო ბაღები და სკოლები.

მსგავსი