სურსათის სააგენტო თევზის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა თევზის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. ობიექტებზე ჩატარდა ინსპექტირება, რომელიც მოიცავს საწარმოო პროცესისა და სურსათის უვნებლობის ისეთი მოთხოვნების შესაბამისობის შემოწმებას, როგორებიცაა: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ტემპერატურული რეჟიმი, სურსათის ეტიკეტირება და მომხმარებლის ინფორმირება. არცერთ ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს თევზი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვისა და რეალიზაციის პირობები. მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით თევზის სარეალიზაციო ობიექტებში 81 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა. შემოწმების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა.