სურსათის სააგენტო სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს

12:13, 14.01.2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები ზამთრის მაღალმთიან კურორტებზე სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი ტარდება როგორც ქსელურ მარკეტებში, ასევე მცირე სავაჭრო ობიექტებში. დაცულია თუ არა სურსათის რეალიზაციისა და განთავსების პირობები, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი, მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, რაც ითვალისწინებს ეტიკეტზე სურსათის დასახელების, ინგრედიენტების, მათ შორის, ალერგენების და გამოყენების პირობების დატანას. გარდა ამისა, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს სურსათის მწარმოებელი/დისტრიბუტორი ბიზნესოპერატორი, მისამართი, სურსათის წარმოშობის ქვეყანა, ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, დამზადების თარიღი და პარტიის ნომერი.

სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ქვეყნის მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში ამოწმებს.

მსგავსი