სურსათის სააგენტო აჭარაში ინსპექტირებას იწყებს
სურსათის ეროვნული სააგენტო აჭარაში ყველის მწარმოებლებსა და ნაყინის რეალიზატორებს ამოწმებს – სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება ბათუმში, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. საწარმოების ინსპექტირების დროს კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა. აჭარაში დღეისათვის 11 აღიარებული რძის გადამმუშავებელი საწარმოა, თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება არარეგისტრირებული საწარმოები. სააგენტომ ასეთი 40-მდე საწარმო გამოავლინა.
ამასთან, აქტიურად მოწმდება სანაყინეები. აჭარის მაღალმთიან კურორტებზე სააგენტოს ინსპექტორებმა რამდენიმე არარეგისტრირებულ სანაყინეს მიაკვლიეს, სადაც დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ნაყინის შენახვისა და რეალიზაციის პირობები. ისინი დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.