სურსათის მარაგი ბოლნისში

რა მდგომარეობაა ბოლნისში სურსათის მარაგების მხრივ.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ცნობით, მომარაგების პრობლემა არ არის, თუმცა ადგილობრივები მერიის ცხელ ხაზზე რეკავენ და ამბობენ, რომ გარკვეულ პროდუქტებზე ფასები მომატებულია. ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის ცნობით, სპეციალურმა ჯგუფებმა ამ ინფორმაციის შესწავლა უკვე დაიწყეს.

გოგი მეშველიანი დაბა კაზრეთში სასურსათო მაღაზიებში თავადაც იმყოფებოდა, სადაც მარაგთან და ფასებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას გაეცნო.