სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი

სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი დღეიდან ამოქმედდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეგულაციის მიზანია, მომხმარებელს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს სურსათის შესახებ და ამით მათი ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვას შეუწყოს ხელი.
ახალი რეგულაციის თანახმად, ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი იზრდება. მათ შორის, სავალდებულოა, ეტიკეტზე განთავსდეს ინფორმაცია სურსათის უვნებელ მოხმარებასთან დაკავშირებით.

ახალი რეგულაციით, განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმა.