სურსათის ეროვნული სააგენტო პროდუქციის კონტროლს ამკაცრებს

15:40, 20.04.2022

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვერცხის ადგილობრივი წარმოებების, იმპორტიორების, საბითუმო, მსხვილი და მცირე სავაჭრო ობიექტების, ასევე საკონდიტრო ნაწარმის საცხობების კონტროლი გაააქტიურა.

უწყების ინფორმაციით, მოწმდება შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ვარგისიანობის ვადები, წარმოების პროცესი და ეტიკეტირების შესაბამისობა კანონმდებლობასთან. უკვე ჩატარებული დოკუმენტური შემოწმებისა და ინსპექტირების შედეგად, დარღვევები არ გამოვლინდა.

მსგავსი