სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება

21:33, 03.04.2026

სურსათის ეროვნული სააგენტო წინასწარი გამოცხადებული გრაფიკის მიხედვით, მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაცია, კასტრაციას და სხვა ვეტერინარულ მანიპულაციებს განაგრძობს. უწყების ცნობით პროცედურები მიმკედლებლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან შეთანხმებით, ასევე შესაბამისი ოქმების გაფორმებით ტარდება. უწყებამ დილიდან გამოაქვეყნა კახეთსა და იმერეთში ის მისამართები, სადაც ცხოველების მიმკედლებლებსა და მოყვარულებს შეუძლიათ თავიანთი ძაღლები მიიყვანონ. ადგილზე ცხოველებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდებათ. სააგენტოს ინფორმაციით, ქუჩაში მცხოვრებ ცხოველებს, რომლებსაც არ აქვთ ჩატარებული კასტრაცია-სტერილიზაცია, პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით, შესაბამისი აქტის საფუძველზე, თავშესაფარში გადაიყვანენ, მანიპულაციების ჩატარებისა და რეაბილიტაციის გავლის შემდეგ კი პასუხისმგებელ პირებს აყვანის ლოკაციაზე ასევე შესაბამისი აქტის საფუძველზე დაუბრუნებენ. მათ ვინც კონკრეტულ ლოკაციაზე ცხოველის მიყვანას ვერ ახერხებს სააგენტო მიმართვისკენ მოუწოდებს, რის შემდეგაც შესაბამისი მანიპულაციებს ეკიპაჟები ადგილზე ჩაატარებენ. ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს. მათ შორის გუშინ ლილოს თავშესაფარში მოქალაქეთა შეჭრის ფაქტს დღეს თბილისის მერი გამოეხმაურა. კახა კალაძემ მომხდარს კატეგორიულად მიუღებელი უწოდა და თქვა, რომ ხდება თემით სპეკულაცია და სიცრუის გავრცელება რაც დაუშვებელია. მომხდარზე სამართლებრივი რეაგირებაც იგეგმება, როგორ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში აცხადებენ, მოქალაქეთა ჯგუფის მიერ ცხოველთა თავშესაფრის ტერიტორიაზე ძალადობრივ შეჭრასთან დაკავშირებით, ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებენ.

მსგავსი