„სოფლის ნობათის“ მიერ წარმოებული ხუთი დასახელების იმპორტირებული რძე, რომელშიც აფლატოქსინის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა, სარეალიზაციო ქსელიდან თითქმის სრულად ამოღებულია, მწარმოებლის სხვა პროდუქციის შემოწმება კი გრძელდება – ეს ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა და თქვა, რომ აფლატოქსინის ნორმაზე მაღალი შემცველობა, აქამდე არცერთი მწარმოებლის პროდუქციაში არ დაფიქსირებულა. უწყების განმარტებით, მათ მიერ ყოველდღიურად დაახლოებით 8-ჯერ ხდება რძის პროდუქციის შემოწმება. შეგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სოფლის ნობათის ხუთი დასახელების იმპორტირებულ რძის ნიმუშში, აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული დოზის აღმოჩენის შესახებ, ინფორმაცია გუშინ გაავრცელა და იმავე დღესვე პროდუქციის ამოღებისა და დალუქვის პროცესი დაიწყო.