სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერა. გამოვლინდა შეუსაბამობები.
სააგენტომ, ინდივიდუალური მეწარმის მიმართვის საფუძველზე არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა. გამოიკვეთა სხვადასხვა სახის დარღვევა: ინსპექტირებისას ამოღებულია ვადაგასული პრეპარატები, მათ შორის, ფსიქოტროპული საშუალებები და გამოსაყენებლად უვარგისი ცოფის ვაქცინები. თავშესაფრის ტერიტორიაზე აღმოჩენილია დაუდგენელი მიზეზით მკვდარი ცხოველები. დადგინდა, რომ წესების შესაბამისად არ ხორციელდებოდა ქირურგიული და სხვა ვეტერინარული მომსახურება. ადგილზე არ არის დაცული ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ყველა არსებული პრინციპი, არ ხდებოდა ავადმყოფი და ჯანმრთელი ცხოველების ერთმანეთისგან იზოლირება. თავშესაფრის კლინიკას, სადაც ხორციელდებოდა ცხოველთა სტერილიზაცია/კასტრაცია და სხვა ვეტერინარული მანიპულაციები, დარღვევების გამოსწორებამდე საქმიანობა შეუჩერდა. პრეპარატები დაილუქა და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება.