სურსათის ეროვნული სააგენტო საკონდიტროებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო, წინასაახალწლოდ გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, საკონდიტროებში სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. მოწმდება ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, ინვენტარი, სურსათის დამზადების, შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ნედლეულის ვარგისიანობის ვადები.

დედაქალაქში ინსპექტირების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები შემოწმებასთან ერთად, უვნებლობის დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემენ. შეუსაბამობების გამოვლენის შემთხვევაში კი ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და საზოგადოების ინფორმირება დარღვევების თაობაზე.