სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადება

18:34, 23.01.2026

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სააგენტომ იმპორტირებულ ბავშვთა კვების პროდუქტ Picot-თან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. „იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულ სურსათზე ევროპის კომისიის  სწრაფი განგაშის სისტემით ოფიციალური შეტყობინება სააგენტოს არ მიუღია, სიფრთხილის მაქსიმალური ზომების გათვალისწინებით, სააგენტო, კონკრეტული პარტიების  სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებაზე ზედამხედველობას ახორციელებს. საუბარია პარტიებზე, რომელთა სერიასაც ეკრანზე ხედავთ. სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოს,“ – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მსგავსი