სურსათის ფასების შემსწავლელი კომისიის სხდომა

15:13, 05.02.2026

მომდევნო კვირიდან სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები დაიწყება. კომისიამ პირველი სხდომა უკვე გამართა, თავმჯდომარედ შოთა ბერეკაშვილი, მის მოადგილედ კი – ეკა სეფაშვილი აირჩიეს. დაამტკიცეს კომისიის დებულება, რომლის თანახმად, კომისიის მიზანია კომპეტენციის ფარგლებში, ფასების ზრდის საკითხის სისტემური შესწავლა, ფასების ფორმირების მექანიზმების ობიექტური შეფასება და შესაძლო პრობლემური გარემოებების იდენტიფიცირება. კომისია 14 წევრისგან შედგება, მათ შორის არიან – „ქართული ოცნების“, „გახარია – საქართველოსთვის“, „ხალხის ძალის“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.

მსგავსი