სუმოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

საქართველოს სუმოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს.

თენგიზ რუხაძის შემდეგ ფედერაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში ლევან ცაგურია, იგივე „კოკაი“ უხელმძღვანელებს. რიგგარეშე ყრილობაზე 9 დელეგატმა ფედერაციის ახალ მმართველად ლევან ცაგურია დღეს ერთხმად აირჩია. ყრილობაზე ასევე ვიცე პრეზიდენტები და აღმასკომის წევრებიც აირჩიეს. ყოფილი მმართველი თენგიზ რუხაძე სუმოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იქნება.

ლევან ცაგურია რეგიონებში სუმოს პოპულარიზაციას და მის შემდგომ განვითარებას გეგმავს.