მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას – სულიწმიდის გადმოსვლის დღეს აღნიშნავს. ის 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სულთმოფენობა აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ამ დღეს ქრისტეს მოციქულებზე სულიწმიდა ცეცხლის სახით გადმოვიდა და მათ სხვადასხვა ენაზე ქადაგების უნარი მიეცათ, რათა ქრისტიანობა მთელს მსოფლიოში გაევრცელებინათ.
სულთმოფენობის ტრადიცია ტაძრების ყვავილებით მორთვაა. საზეიმო წირვა დღეს ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა.