სულხან თამაზაშვილი ჟიული შარტავას მემორიალთან იმყოფებოდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცინცაძემ, საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.