სულხან მოლაშვილის საქმე

„მოამბეში“ 9 საათზე დღეს კიდევ ერთი გახმაურებული საქმის დეტალებს ნახავთ. მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლომ სულხან მოლაშვილთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 4 პუნქტის დარღვევა დაადასტურა და 2014 წელს, მთავარ პროკურატურას ხელახალი გამოძიებისთვის ერთი წელი მისცა, საქართველოში კონკრეტული შედეგი ამ საქმეზე არ დამდგარა.

კონტროლის პალატის ყოფილი, უკვე გარდაცვლილი თავმჯდომრის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მოწმე კი კონკრეტულ მაღალჩინოსანს ასახელებს, რომელიც მოლაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდა.

თამარ გოგესაშვილი მუშაობდა თემაზე.