სულხან ცინცაძე 100 

ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის სცენაზე ცნობილი კომპოზიტორის შემოქმედება გაცოცხლდება. სულხან ცინცაძის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტისთვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს. პროგრამაშია ცნობილი კინო კომპოზიციების და სხვა ჟანრის ნაწარმოებების შესრულება.

სულხან ცინცაძისადმი მიძღვნილი საღამო  შემოდგომის თბილისის ფარგლებში იმართება. დაგეგმილი კონცერტი ერთ-ერთია იმ ოთხი საიუბილეო საღამოდან, რომელიც ორგანიზატორებმა ტრადიციად ქცეული ფესტივალის პროგრამაში შეიტანეს.