სულიკო ჟღენტი – 100
ქართველი კინოდრამატურგის, მწერლის და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის სულიკო ჟღენტის დაბადებიდან 100 წელი გავიდა. იგი სცენარის ავტორია 20-ზე მეტი ცნობილი ქართული ფილმის, მათ შორისაა „ჯარისკაცის მამა , „ღიმილის ბიჭები“ ფესვები“, ნერგები“, რაჭა ჩემი სიყვარული, „წუთისოფელი“ . „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, „ბურთი და მედანი“. არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის რჩეული ფილმ „ ჯარისკაცის მამის“ სცენარი, ფაქტობრივად ცნობილი კინოდრამატურგის ცხოვრების ეპიზოდებს ასახავს, რადგან სულიკო ჟღენტი 17 წლის ასაკში მეორე მსოფლიო ომში მოხალისედ მონაწილეობდა. ასევე, ომის ცხოვრების საკუთარი ისტორია საფუძვლად დაედო „ღიმილის ბიჭების „ სცენარს. სულიკო ჟღენტი იყო ღირსების ორდენის კავალერი, მიღებული აქვს არაერთი პრემია საუკეთესო სცენარის შექმნისთვის. იყო ბათუმის და სლოვაკეთის რაიონ ლევიცეს საპატიო მოქალაქე. სულიკო ჟღენტი 2 000 წელს გარდაიცვალა, დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 2025 წლის ბოლოს, ბათუში, კინოდრამატურგის მშობლიურ ქალაქში, სულიკო ჟღენტის სახელობის კინოს მუზეუმის გახსნა იგეგმება.