სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები

სუდანში, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ამ დრომდე საქართველოს 33-მდე მოქალაქე იმყოფება. ისინი უსაფრთხოდ არიან და საცხოვრებელ სახლებში რჩებიან. გვიან ღამით მათ რამდენიმე დღის საკვებისა და წყალის მარაგები მიეწოდათ. ქართული მხარე პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რომ საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა რაც შეიძლება მალე მოხერხდეს.