სტუმრობა გარეული ფრინველების აგროკომპლექსი 

18:48, 16.10.2026

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და აჭარის ახალგაზრდული ცენტრის წევრები ფონდი „ქართუს“ გარეული ფრინველების აგროკომპლექსს ესტუმრნენ. სასწავლო-საინფორმაციო ვიზიტის მიზანი  გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებების ადგილზე გაცნობა, პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება და ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა იყო. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები ფრინველთა მოშენების სრულ ტექნოლოგიურ პროცესს გაეცნენ. გარეული ფრინველების აგროკომპლექსი „ფონდი ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეიქმნა. აგროკომპლექსში ენდემური სახეობების – კოლხური ხოხბის, გნოლისა და კაკბის – გამრავლება და ველურ ბუნებაში დასაბრუნებლად მომზადება ხდება.

 

მსგავსი