სტუმრად პირველ არხზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „აქტუალ მედიას“ ჟურნალისტიკის კურსის წარმომადგენლები პირველ არხს ესტუმრნენ. ისინი ადგილზე გაეცნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას და არხზე არსებული აზერბაიჯანულენოვანი საინფორმაციო გამოშვების მუშაობის სპეციფიკას. ასევე დაათვალიერეს არხის ნიუსრუმი და გაეცნენ ჟურნალისტების საქმიანობას. არასამთავრობო ორგანიზაცია „აქტუალ მედია“ ახორციელებს რიგით მესამე ჟურნალისტიკის კურსს, რომლის მიზანიც არის ეთნიკური აზერბაიჯანელი მოქალაქეების განვითარება ჟურნალისტური კუთხით და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.