სტუდია „ამერ-იმერის“ საგანმანათლებლო კონცერტი

ფოლკლორის ეროვნული ცენტრი ანსამბლ „ამერ-იმერის“ კონცერტს უმასპინძლებს.

სიმღერები, ცეკვები, ფერხულები – პროგრამა მრავალფეროვანია და სამი მთიანი კუთხის ფოლკლორს აერთიანებს. ფოლკლორული ნიმუშები ანსამბლის წევრებმა სამი წლის განმავლობაში სვანეთში, მთიან აჭარასა და რაჭაში ადგილობრივი ეთნოფორებისგან შეისწავლეს.

ანსამბლის წევრები, გარდა იმისა რომ მუსიკალურ ნიმუშებს აგროვებენ, ეცნობიან იმ ეთნოგრაფიულ გარემოს, სადაც ეს ნაწარმოებები სრულდებოდა და შეისწავლიან ძველ ტრადიციებსაც.

„ამერ-იმერის“ კონცერტი 10 დეკემბერს გაიმართება.