მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალის „სტუდფესტი 2025“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას, განათლების მინისტრმა გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ისაუბრა. წელს ფესტივალში მონაწილეობა 15 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო, აქედან 400-ზე მეტი გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც პრიზებით და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. „სტუდფესტის“ ფარგლებში ღონისძიებები განათლების, სპორტის, კულტურისა და მოხალისეობის მიმართულებით გაიმართა. ისინი ინტელექტუალურ შეჯიბრებას, დებატებს, ფუტსალს, პადელს, ჩოგბურთს, ქუჩის ფეხბურთს, ჭადრაკს, ნარდს, ჯომარდობას და სხვა აქტივობებს მოიცავდა.