სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-7 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემა მშვიდ ვითარებაში, 14 საარჩევნო უბანზე 10:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში 140 ადგილზე 144 კანდიდატია დარეგისტრირებული. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებში კი 74 ადგილზე 75 კანდიდატია წარდგენილი. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ნინო ქაშაკაშვილის განმარტებით, არჩევნებს 23 დამკვირვებელი აკვირდება. რომელთა შორის “საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია”, “დემოკრატიულ ინიციატივათა ცენტრი” და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციაა.