სტუდენტური თვითმმართველობების პეტიცია

სტუდენტური თვითმმართველობები ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ერთიანდებიან. 17 კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ერთობლივად შემუშავებულ პეტიციას ხელი სიმბოლურად, ევროპის მოედანზე მოაწერეს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სტუდენტები ქვეყნის ევროპულ კურსს უჭერენ მხარს და კარგად აქვთ გააზრებული ის როლიც, რაც მათ ინტეგრაციის გზაზე აკისრიათ. სტუდენტებმა თანატოლებს მოუწოდეს, არ იქცნენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების იარაღად და საფრთხე არ შეუქმნან ქვეყნისთვის ისტორიული პროცესის წარმატებით დასრულებას.

დატოვე კომენტარი