სტუდენტური კინოფესტივალის დაჯილდოება

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში თბილისის მე-18 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებაზე საკონკურსო კინოპროგრამისა და ფიჩინგ ფორუმის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. წელს ფესტივალზე 12 ქვეყნის 17 კინოსკოლის 25 ფილმიდან შემდგარი საკონკურსო პროგრამა იყო წარდგენილი. გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი ჯილდოები, რომლის მეშვეობითაც პირველი ფილმის პროექტი უნდა განავითარონ. საპრიზო ფონდი საქართველოს კულტურის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით დაწესდა.