სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ამირანი“
20-მდე ქვეყნიდან ჩამოტანილი ფილმები და ოთხი პროგრამა – თბილისი სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მეცხრამეტედ უმასპინძლებს.
წარმოდგენილი იქნება მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ნამუშევრები. 80-იან წლებში დაარსებული და მოგვიანებით განახლებული ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და ჩვენებებთან ერთად სხვა ღონისძიებებსაც მოიცავს.
ფესტივალი ხვალ გაიხსნება – გრანპრის მოსაპოვებლად წელს 18 ქვეყანა იბრძოლებს. ოთხი დღის განმავლობაში კინომოყვარულებს საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა ელოდებათ.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.