თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან გაფიცული სტუდენტები კვლავ შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, ისინი გაასაჩივრებენ სტატუსის შეწყვეტის საკითხს და იბრძოლებენ საკუთარი უფლებების დასაცავად. სტუდენტების უფლებებს, სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაიცავს. მიუხედავად ელექტრონულ ფოსტაზე მისული შეტყობინებისა, რომ სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტეს, მათთვის დღემდე არავის განუმარტავს, ეთიკის კოდექსის რომელი კონკრეტული მუხლების დარღვევას ედავებიან. სტუდენტები ასევე ამბობენ, რომ ეთიკის ახალი კოდექსი ნაჩქარევად დღეს გამოაქვეყნეს და მასში ცვლილებები ისეა შეტანილი, რომლის შესახებაც სტუდენტები საქმის კურსში არ ყოფილან. მათი მოთხოვნა უცვლელი რჩება – ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, გაათავისუფლონ დაკავებულები და გადადგეს გიორგი შალუტაშვილი.