სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა თბილისში

დედაქალაქის მერია სტუდენტების სწავლის დაფინანსებას განაგრძობს.

მიმდინარე წლის გაზაფხულის სემესტრში თბილისის მთავრობა სწავლის საფასურს გადაუხდის სტუდენტებს, ვისაც შშმ პირის ან სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ ან მრავალშვილიან ოჯახში ცხოვრობენ. დაფინანსების მსურველებმა მერიაში განაცხადი 31 მაისამდე უნდა წარადგინონ. პარალელურად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მერიის ფინანსურ დახმარებას მიიღებს 442 წარმატებული მაგისტრანტი სტუდენტიც.

პროგრამის დეტალებსა და პირობებზე მაკა არჩევნიშვილი გიამბობთ.