სტუდენტების საპროტესტო აქცია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს სამდღიან ვადას აძლევენ. თუ ამ დროის განმავლობაში არ გაუქმდება სტუდენტების მიღების ერთი წლით აკრძალვის გადაწყვეტილება, მაშინ საპროტესტო აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

განათლების სამინისტროსთან სტუდენტები დღის მეორე ნახევარში შეიკრიბნენ. მათ შორის იყვნენ ის აბიტურიენტებიც, რომლებსაც უმაღლესი განათლების მიღება სწორედ შავი ზღვის უნივერსიტეტში სურდათ. თუმცა ახალგაზრდებს ბატიაშვილის უწყებიდან არავინ გამოხმაურებია.

სტუდენტების პოზიციას იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მესამე სექტორი ვარაუდობს, რომ ფინანსური პრობლემების მოტივით უმაღლესი სასწავლებლისთვის სტუდენტების მიღების უფლების ჩამორთმევა პოლიტიკური ნაბიჯია.