სტუდენტების საპროტესტო აქცია

სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი  ჯანდაცვის სამინისტროსგან მოითხოვენ რეზიდენტურის გამოცდის საფასურის გაუქმებას.

ასევე რეზიდენტებისთვის მათ მიერ გაწეული საქმიანობის ანაზღაურებას და 520-ე დადგენილების გაუქმებას მოითხოვენ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში დაფინანსების განახევრებას გულისხმობს.

ახალგაზრდები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, არ არის გამორიცხული, სასამართლოს მიმართონ.