სტუდენტების პროტესტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აუდიტორიებში სწავლის განახლებას აპროტესტებენ და ჰიბრიდული სწავლების მეთოდზე გადასვლას ითხოვენ. მათი თქმით, რეგიონში მცხოვრები სტუდენტები ბინის ქირაობას ვერ ახერხებენ და თუ სწავლა ჰიბრიდული რეჟიმით გაგრძელდება, ისინი ლექციებზე დასწრებას შეძლებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ამ პრობლემით დეკანატს რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა ამ საკითხს რეაგირება არ მოჰყოლია.