თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგამოცდო პროცესი აღდგენილია. მთელი ღამის განმავლობაში ბიბლიოთეკაში სტუდენტები იყვნენ შეკრებილები, თუმცა, გამოცდაზე მოსულმა სტუდენტებმა მოწყობილი ბარიკადები დაშალეს და გამოცდაზე შევიდნენ. აქციის მონაწილეები ახლა უნივერსიტეტის წინ დგანან, მოთხოვნები უცვლელია – დაკავებულების გათავისუფლება, ღირსეული სტიპენდია და საცხოვრებელი სტუდენტებისათვის. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი მასშტაბური გახდება.