სტუდენტების პროტესტი - ჯაბა სამუშიას პოზიცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს. აკადემიურმა საბჭომ თანამდებობაზე 20 ოქტომბერს 28 ხმით მხარი ჯაბა სამუშიას დაუჭირა. სამუშია მოვალეობას ექვსი თვის ვადით შეასრულებს. უნივერსიტეტში კონკურსი, რექტორ გია შარვაშიძის მიერ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობის დატოვების შემდეგ გამოცხადდა.

სამუშია პროტესტის ფონზე აირჩიეს, სტუდენტთა ნაწილი რექტორის არჩევის წესის ცვლილებასა და სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფას მოითხოვს – მათი მოთხოვნები არახალია. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და სტუდენტებთან შეხვედრასაც აანონსებს.

კიდევ რა გეგმები აქვს ახალარჩეულ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს და რა ფორმატით გეგმავს ახალგაზრდებთან თანამშრომლობას – ჯაბა სამუშია უპასუხებს „აქტუალური შაბათის“ კითხვებს.

აქტუალური შაბათი