სტუდენტების ნაწილი ონლაინსწავლების გაგრძელებას ითხოვს

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებამ გააჩინა იმის შესაძლებლობა, რომ უნივერსიტეტებში სწავლება დასწრებულ ფორმატში გაგრძელებულიყო, თუმცა, გაჩნდა ახალი პრობლემა – უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ბინის დაქირავების ფასმა საგრძნობლად მოიმატა და რეგიონებში მცხოვრები სტუდენტები დედაქალაქში ცხოვრებას ვეღარ ახერხებენ. შესაბამისად, კვლავ სწავლების დისტანციური ფორმატი მოითხოვეს, რასაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ თანხმდება. აუდიტორიებში სწავლება უკვე ხვალიდან განახლდება, ხვალიდან იწყებენ აქციებს ონლაინ სწავლების მომხრეებიც. „მოამბის“ ჟურნალისტი, ანა მასხარაშვილი მოგვიყვება, რას სთავაზობს უნივერსიტეტი სტუდენტებს და შეუძლია თუ არა ვითარების შეცვლა განათლების სამინისტროს.