სტუდენტების განცხადება 

მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ სტუდენტები. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბნენ. ისინი სწავლის საფასურის განახევრებასა და სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენას ითხოვენ. როგორც სტუდენტები ამბობენ, უნივერსიტეტებს მოთხოვნებით არაერთხელ მიმართეს, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს. ისინი მთავრობის გამოხმაურებასაც ელოდებიან პეტიციაზე, რომელსაც 10 ათასი ხელმოწერა აქვს. პეტიცია 2020 წლის 17 დეკემბერს შედგა. მოთხოვნების დაკმაყოფილების წერილი სტუდენტებმა პრემიერ-მინისტრის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაშიც ჩააბარეს. სტუდენტები ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, გაიმართება პერმანენტული აქციები.