სტუდენტების დაფინანსების ახალი მექანიზმი   

უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების ახალი მოდელი. 2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს. რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს – ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე, მათ სწავლის დასრულებამდე დაფინანსების დღეს არსებული მექანიზმი შეუნარჩუნდებათ. თუმცა მათ, ვინც სტუდენტის სტატუსს მომავალი წლიდან მიიღებს, სახელმწიფო კერძო უნივერსიტეტებში სწავლებას აღარ დაუფინანსებს. განათლების მინისტრის თქმით, უმაღლესი განათლების რეფორმა სახელმწიფო უნივერსიტეტების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზეა ორიენტირებული.