სტუდენტების დაფინანსება

18:17, 20.09.2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ რეზიდენტურის პროგრამის ფარგლებში 40-მდე სტუდენტი დააფინანსა. რეზიდენტურის პროგრამის მონაწილე სტუდენტებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და პროფესიული განვითარების მხარდამჭერი საკითხები განიხილეს. რეზიდენტურის დაფინანსების კომპონენტი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება და მისი მიზანია ბენეფიციარებისთვის სამედიცინო საქმიანობის უფლების მოპოვების ხელშეწყობა.

მსგავსი