სტუდენტების ბრიფინგი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე სტუდენტების პროტესტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. მათ სხვადასხვა უნივერსიტეტის გაფიცულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და განაცხადეს, რომ მათი არჩევანია ევროპა და არ სურთ, რომ ქვეყანამ კურსი შეიცვალოს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ გაიწვიონ კანონი და გაითვალისწინონ აქციის მონაწილეების მოთხოვნები.