სტუბი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი მიიჩნევს, რომ ევროპამ რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი და პოლიტიკური დიალოგი უნდა აღადგინოს. მისი თქმით, ეს აუცილებელია, რათა ევროპამ უკეთ გაიგოს, რა ხდება რუსეთში და თავიდან აიცილოს გაუგებრობები. ამის შესახებ მან გერმანულ გაზეთ „ბილდთან“ საუბრისას განაცხადა. სტუბმა დადებითად შეაფასა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტი და განაცხადა, რომ ამერიკელებსა და რუსებს შორის სხვადასხვა ფორმატში დიალოგი მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ევროპაშიც უნდა განახლდეს რუსეთთან პოლიტიკური კონტაქტი. სტუბმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ნატო-ზე თავდასხმას არ ელოდება.